logo
ENG



თვალთვალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ და "ოცნების" შეთქმულების თეორია

15 ნოე 202219:46
3 წუთის საკითხავი
 

სახელისუფლებო სააგენტომ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომლის მიხედვით, ფორმულას დამფუძნებელი NATO-ში ამერიკის ყოფილ ელჩს, უკრაინაში ამერიკის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს კურტ ვოლკერს შეხვდა. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა ლონდონში, ზაფხულში გაიმართა. თუ ამავე საინფორმაციო საშუალებას დავუჯერებთ, ფოტო  გერმანელმა ჟურნალისტმა გადაიღო და ახლა, თვეების შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული სააგენტოსთვის მიეწოდებინა. ის, რომ საქართველოს ხელისუფლების დავალებით დიპლომატებს ტოტალურად უსმენენ ქვეყნის შიგნით, დადგენილია. უთვალთვალებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება დიპლომატებს ქვეყნის გარეთაც - თავად ეს ფოტოც სავარაუდოდ კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდება.


close დახურვა